დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ვინ ეცილება დავით და ანა ბაგრატიონების ვაჟს ჯერ არარსებულ სამეფო გვირგვინს?

10:42 06-19-2017
4678

გაზეთი "პრაიმტაიმის" არქივი
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში უფლისწულ გიორგი ბაგრატიონის ფოტო გავრცელდა. ფოტოს თან ერთვის წარწერა, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ გიორგი ბაგრატიონს ესპანეთის შსს-მ საპატიო ინსპექტორის წოდება მიანიჭა.

„დღეს, უფლისწული გიორგი, დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულმა პოლიციამ საპატიო ინსპექტორის წოდება მიანიჭა. ამით ესპანეთის სამეფომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი დიდი პატივისცემა ბაგრატიონთა დინასტიის მიმართ“ - ნათქვამია უფლისწული გიორგის მეგობართა კლუბის „ფეისბუქის“ გვერდზე.

სანამ ესპანეთის სამეფო კარი უფლისწულ გიორგის ეცნობა, საქართველოში მისი კონკურენტების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ვინ შეიძლება შეეცილოს დავით და ანა ბაგრატიონების ვაჟს ჯერ არარსებულ სამეფო ტახტში? სამეფო გვირგვინის წარმომადგენელი, ია ბაგრატიონ-მუხრანელი „პრაიმტაიმს“ ბაგრატიონთა იმ მემკვიდრეებს უსახელებს, რომლებიც შესაძლოა პრეტენდენტებად განვიხილოთ. მოკლედ, ინტერვიუში შეიტყობთ კიდევ ორი უფლისწულის შესახებ, რომლებიც დავითის და ანას ვაჟის მსგავსად მცირეწლოვნები არიან და სათავადაზნაურო წრეებში, ისინიც ტახტის მემკვიდრეებად სახელდებიან.

 

- რა პერსპექტრივა აქვს მონარქიის აღდგენას და როდის შეიძლება გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები?

- მე ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი იდეა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. რა თქმა უნდა, ამ იდეას აქვს მომავალი. მადლობა ღმერთს, არიან ახალგაზრდა ბაგრატიონები. ჩვენ ძირითად ფოკუსირებას ვაკეთებთ იმაზე, რომ მათი პირმშოები აღიზარდონ საპატრიარქოს წიაღში. თუ მეფე არ იქნება მორწმუნე, რა მონარქიაზეა საუბარი. ის ასოცირებული უნდა იყოს დავით აღმაშენებელთან. ნაწინასწარმეტყველებია, რომ მხოლოდ მონარქისტულმა იდეამ   შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას ერთიანობა. 

- კონკრეტულად ვის განიხილავთ სამეფო ტახტის მემკვიდრეთ, ვიცით, რომ დავით და ანა ბაგრატიონების ვაჟს აქედანვე ამისთვის ამზადებენ...

- კონკრეტულ პერსონალიებს არა აქვს მნიშვნელობა. დავითის და ანას ვაჟი გიორგი 2 წლის გახდა, შესანიშნავი ბავშვია, თუმცა არიან კიდევ სხვებიც, რომელთა განხილვაც შეიძლება. შეიძლება კიდევ გამოჩნდეს. ჩვენი ბოლო წმინდანი, მამა გაბრიელის სიტყვებს გაგახსენებთ - საქართველო გაბრწყინდება მაშინ, როდესაც ქვეყანას მოევლინება ღვთითკურთხეული მეფეო.

- თქვენ პირადად ემხორბით გიორგი ბაგრატიონის ვარიანტს?

- რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, ბაგრატიონთა ორი შტოს შეუღლების ნაყოფი. გიორგი პატარაა, ალბათ, ჩამოიყვანენ მალე საქართველოში და მოხდება მისი მომზადება. მე ვფიქრობ, საპატრიარქოს წიაღში რამდენიმე ბაგრატიონის პირმშო უნდა აღიზარდოს და შემდეგ გამოჩნდება ვინ არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო.

- ანუ ძირითადი სიტყვა მაინც საპატრიარქოზე იქნება?

- საპატრიარქოს წიაღში უნდა გამოიკვეთოს ეს, სხვაგვარად ვერ მოხდება.

- და მაინც, ვინ შეიძლება განვიხილოთ გიორგი ბაგრატიონის გარდა, ტახტის მემკვიდრედ?

- არიან უცოლო ბაგრატიონებიც, რომლებსაც გაუჩნდებათ შვილი და ცხადია, შესაძლოა მათი განხილვაც. მაგალითად, ირაკლი ბაგრატიონი მუხრანის შტოს წარმომადგენელი, და ღვანკითიდან იმერეთის შტოს წარმომადგენელი ერეკლე ბაგრატიონი. ასევე ბავშვები ჰყავთ უკვე ოთარ ბაგრატიონს და სანდრო ბაგრატიონს. ასევე უცოლოა, დავით ბაგრატიონის უმცროსი ძმა ჰუგო, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს.

- ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი მემკვიდრე უკვე სახეზეა?

- კი, მათგან როგორ უნდა მოხდეს გამორჩევა, ამის მზა რეცეპტი არ არსებობს, თუმცა 7 წლის ბავშვში უკვე ჩანს რაღაც ნიშნები, რომლითაც შეიძლება ის შეფასდეს, როგორც მომავალი მემკვიდრე. კიდევ ვიმეორებ, მთავარია მათი აღზრდა საპატრიარქოს ზედამხევდელობით. მან უნდა იცოდეს ქართული, მაგალითად, ესპანელმა ბაგრატიონებმა არ იციან ქართული, რაც გარკვეულწილად სირთულეს წარმოადგენს. უკვე დაბადებული მემკვიდრეები ჯერ ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ რეალური მსჯელობა დავიწყოთ მათზე, თითქმის თანატოლები არიან 2-3 წლისანი. 

- რა ვადაში წარმოგიდგენიათ საქართველოში მონარქიის აღდგენა?

- ამას დასჭირდება, ალბათ, სადღაც 20 წელი. საზოგადოება უნდა იყოს ამისთვის მზად. მანამდე ჩვენ, სამეფო გვირგვინის წარმომადგენლები და თავად-აზნაურობა ვაპირებთ მოვამზადოთ ერი. გარდამავალ ეტაპზე ქვეყანას ნამდვილად სჭირდება საპარლამენტო მოწყობა. ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ მეფე კი არ წაართმევთ რამეს, არამედ, პირიქით, ეს იქნება მათი კეთიდღეობის გარანტი. რა წართმევაზეა საუბარი, მაგალითად მე ვარ მუხრანელი, მაგრამ ერთი მტკაველი მიწა არ მაქვს მუხრანში, სამაგიეროდ ახლა იქ არის მომჯდარი ახალი მუხრან ბატონი, მამუკა ხაზარაძის სახით. მე კი იქ, ძირძველი ქართული მეღვინეობის სანახავად ბავშვები მყავდა წაყვანილი და პრობლემები შემიქმნეს შესვლაზე, არ გვიშვებდნენ.

- ხელისუფლების პოზიცია თუ ცით მონარქიის თემაზე?

- ჩვენ გვინდოდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა, თუმცა ვაპირებთ შევხვდეთ მას და გავაცნოთ მონარქისტული იდეა.  თუ მიიღებს ამ იდეას, მხოლოდ ქვეყანას წაადგება.