დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

მონიკასაც ძალიან უნდა საქართველოში ჩამოსვლა - ედმონდ მინაშვილი

19:06 06-16-2017
256

ცნობილი იტალიელი სექს-სიმბოლო, მსოფლიოში აღიარებული კინოვარსკვლავი, მონიკა ბელუჩი, 19 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის, რომლის ორგანიზებას, მსახიობი, ედმონდ მინაშვილი გაუწევს. 

აღნიშნული ინფორმაცია "პრაიმტაიმს" თავად ედმონდ მინაშვილმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ცნობილ ვარსკვლავთან მიმოწერა აქვთ, და ამჟამად ჩამოსვლის დეტალები ზუსტდება.

"ძალიან გვინდა, რომ ჩამოვიდეს. ყვეალფერი გადაწყვეტილია. თვითონაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ამის. ჩამოსვლის ამბავი უკვე გადაწყვეტილია, ახლა იმაზე მიდის საუბარი, როგორ შევფუთოთ ეს ყველაფერი. ძალიან გვინდა, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს, აქაურობა გავაცნოთ. შესაძლოა მის ვიზიტს რაიმე საქველმოქმედო ხასიათიც ჰქონდეს, მოკლედ ჯერჯერობით დეტალები ზუსტდება", - განაცხადა მინაშვილმა და აღნიშნა, რომ აპირებს ცნობილი მსახიობი საკუთარი ფილმის "შინდისის გმირების" გადასაღებ მოედანზეც მიიპატიჟოს.

ედმონდ მინაშვილმა მონიკა ბელუჩი, კანში გაიცნო და საქართველოშიც მაშინ მოიწვია. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე