ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
YouTube-ის თქმით, Trending-ისა და Trending Now-ის გვერდები კატეგორიების მიხედვით დაჯგუფებული სიებით ჩანაცვლდება. ამ ცვლილებით კი პლატფორმა ტრენდული კონტენტის ერთი გვერდიდან YouTube Charts-სკენ ინაცვლებს, სადაც კონკრეტულ კატეგორიებში ყველაზე პოპულარულ კონტენტს გვაჩვენებს.
ეს განახლება იმ გზებს პასუხობს, რომლითაც დღეს მომხმარებლები ტრენდულ კონტენტს ეძებენ პლატფორმაზე. როცა 2015 წელს Trending-ის გვერდი ჩაეშვა, უფრო მარტივი იყო ვირუსული ვიდეოების დაფიქსირება, თუმცა ახლა ასე აღარ ხდება…
ამიტომაც ახალი კატეგორიებისთვის სპეციფიკურ ჩარტებს გვთავაზობენ, რომლებიც შემდგომ თემებს მოიცავს Trending Music Videos, Weekly Top Podcast Shows და Trending Movie Trailers. მომავალში კი პლატფორმა უფრო მეტი კატეგორიის დამატებას გვპირდება.
„ჩარტებში პოპულარულ კონტენტზე ხაზგასმასთან ერთად, მაყურებლებს მაინც ვაჩვენებთ, პერსონალიზებული რეკომენდაციებით, ჩვენი აზრით, მათთვის საყვარელ ვიდეოებს. ამ გზით პოპულარული კონტენტის ფართო სპექტრის ჩვენება შეგვეძლება, რომლებიც რელევანტურიც იქნება და მეტად ბუნებრივი გზაც ახალი ვიდეოების აღმოსაჩენად“, — ვკითხულობთ ბლოგში.
მომხმარებლებს Explore-ის მენიუდან არაპერსონალიზებული კონტენტის ჩამოტვირთვაც შეეძლებათ. აღნიშნულზე წვდომას კრეატორთა არხებიდან და გამოწერების გვერდიდანაც მიიღებენ. ამას კი იუთუბი შემდგომი ფაქტით ხსნის: ტრენდები მრავალი განსხვავებული ვიდეოთი იქმნება, რომლებსაც გულშემატკივართა მრავალფეროვანი ბაზა ქმნის, რასაც უკვე მიკრო ტრენდებამდე მივყავართ…
ამასთან, გვეუბნებიან, რომ დღეს მაყურებლები ტრენდებს პლატფორმის სხვადასხვა სივრცეში პოულობენ, მათ შორის რეკომენდაციებში, საძიებო ველსა და კომენტარებში. წარსულში კი ეს მხოლოდ Trending-ის ჩანართით იყო შესაძლებელი, როცა ახლა ამ ამბავს პერსონალიზებული ალგორითმის რეკომენდაციები კვებავს. აღნიშნულმა ცვლილებებმა Trending-ის გვერდის ნაკლებ მომხმარებლამდე მიიყვანა პლატფორმა, განსაკუთრებით ბოლო 5 წელში და სწორედ ამის პასუხია YouTube Charts-იც. ცვლილებას კი რამდენიმე კვირა დასჭირდება.