VIDEO: მკვლევრებმა მსოფლიოში ყველაზე ღრმა ჩაძირული გემი აღმოაჩინეს - სად მდებარეობს ის

GEMI

მკვლევრებმა მსოფლიოში ყველაზე ღრმა ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელიც ფილიპინების ზღვის ზედაპირიდან 6,895 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, იტყობინება  IFLScience.

აღსანიშნავია, რომ USS Samuel B Roberts-ის, მეტსახელად „Sammy B“-ს, ნეშტი მილიარდერმა მკვლევარმა ვიქტორ ვესკოვომ და სონარის სპეციალისტმა ჯერემი მორისემ აღმოაჩინეს.

USS Samuel B Roberts იყო 93 მეტრის სიგრძის ესკორტ-გამანადგურებელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტისთვის აშენდა. 

„მიუხედავად იმისა, რომ USS B Johnston მხოლოდ ესკორტ გამანადგურებელი იყო, მან და მცირე ამერიკულმა ფლოტმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს იაპონიის იმპერიულ საზღვაო ფლოტს. თუმცა, საბოლოოდ ის ჩაიძირა და 224 კაციანი ეკიპაჟიდან 89 ადამიანი წაიყვანა“, - ნათქვამია სტატიაში.

მნიშვნელოვანია, რომ გემის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილი არ იყო. წყალქვეშა ნავებისა და სონარის გამოყენებით, გუნდმა ჩაძირული გემის ძებნა დაიწყო, რის შემდეგაც ექვსი ჩაყვინთვა განახორციელეს.

ამბობენ, რომ ეს ოდესმე აღმოჩენილ და შესწავლილ ყველაზე ღრმა ჩაძირული გემია, რომელიც USS Johnston-ს 426 მეტრით აღემატება.