ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის სუნთქვის რიტმი იმდენად უნიკალურია, რომ მისი გამოყენებით ადამიანის იდენტიფიცირება 97%-იანი სიზუსტით შეიძლება.
შესაბამისი კვლევა ისრაელის ვეიცმანის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ წინაშე იდგა მთავარი კითხვა - თუ ყოველი ადამიანის ტვინი უნიკალურია, აისახება თუ არა ეს სუნთქვის თავისებურებებზე? პასუხის გასაცემად მეცნიერებმა შექმნეს პორტატიული მოწყობილობა - ინსტრუმენტი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აკვირდებოდა ცხვირში ჰაერის ნაკადების მოძრაობას.
ეს მოწყობილობა 100-მა ჯანმრთელმა ახალგაზრდამ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენა.
მოწყობილობიდან მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანების გარჩევა სუნთქვის რიტმის მიხედვით შესაძლებელია თითქმის 100%-იანი სიზუსტით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სუნთქვის განსხვავებული პათერნები დაკავშირებულია ძილისა და გაღვიძების ციკლებთან, დეპრესიის სიმპტომებთან და სხეულის მასის ინდექსთან.
„ინტუიციურად გვგონია, რომ დეპრესიის ან შფოთვის დონე განსაზღვრავს, როგორ ვსუნთქავთ. მაგრამ ყველაფერი შეიძლება პირიქით იყოს - იქნებ სწორედ სუნთქვა იწვევს შფოთვას ან დეპრესიას? თუ ასეა, მაშინ შეგვეძლო სუნთქვის შეცვლით ამ მდგომარეობების მართვა“, - აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, ნოამ სობელი.