„სასწრაფოდ გადააზიარეთ...“ - ბათუმში, 4 წლის ბიჭი მშობლებს ეძებს
1746212437
უქმდება ბოლო განახლება, რომელმაც ChatGPT ზედმეტად მლიქვნელი გახადა. ჩატბოტი ჯერ თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდება, შემდეგ კი განახლება ხელახლა ჩაეშვება.
გასული კვირის ბოლოს GPT-4o განახლდა — ხელოვნური ინტელექტის (AI) ის მოდელი, რომელზეც ჩატბოტი ChatGPT მუშაობს. მას შემდეგ მომხმარებლები ბოტის მხრიდან უჩვეულო ქცევებზე ჩიოდნენ, განსაკუთრებით უკიდურეს მლიქვნელობაზე.
ახალი ვერსიის გაუქმებაზე სემ ოლტმენმა, OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა:
"წუხელ ღამით GPT-4o-ის ბოლო განახლების გაუქმება დავიწყეთ", — დაწერა ოლტმენმა X-ზე — "ChatGPT-ს უფასო ვერსიის მომხმარებლებისთვის იგი უკვე 100%-ით მიუწვდომელია და, როცა ეს პროცესი ფასიანი ვერსიის მომხმარებლებისთვისაც დასრულდება, თავიდან განვაახლებთ, იმედია დღეისთვის. მოდელის პიროვნულ მახასიათებლებში დამატებითი ცვლილებების შეტანაზე ვმუშაობთ და მეტ ინფორმაციას მომდევნო დღეებში გაგიზიარებთ".
შაბათ-კვირის განმავლობაში მომხმარებლები მოდელის განახლებულ ვერსიაზე ჩიოდნენ, რადგან ChatGPT ზედმეტად მხარდამჭერი და დამყოლი გახდა. ეს ხუმრობადაც იქცა: მომხმარებლები იმის ამსახველ სურათებს აქვეყნებდნენ, თუ როგორ იწონებდა ChatGPT სხვადასხვა სახის პრობლემურ და სახიფათო გადაწყვეტილებას ან იდეას.
ოლტმენმა კვირას პრობლემის არსებობა აღიარა; ასევე თქვა, რომ OpenAI მას "რაც შეიძლება სწრაფად" მოაგვარებდა და აქედან მიღებულ "ცოდნას გაგვიზიარებდა".