შიმპანზეები მკურნალობისთვის მცენარეებს იყენებენ - კვლევა

შიმპანზეები

უგანდაში მცხოვრები შიმპანზეები ღია ჭრილობებისა და სხვა დაზიანებების სამკურნალოდ სამკურნალო მცენარეებს იყენებენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებიც ბუდონგოს ტყეში ადგილობრივ გუნდთან ერთად მუშაობენ, დააფიქსირეს და ვიდეოზეც გადაიღეს შემთხვევები, როდესაც შიმპანზეები მცენარეებს პირველადი დახმარებისთვის იყენებდნენ - როგორც საკუთარ თავზე, ისე ზოგჯერ ერთმანეთზე.

მეცნიერების კვლევა აგრძელებს გასული წლის აღმოჩენას, რომლის მიხედვითაც შიმპანზეები მიზანმიმართულად ეძებენ და ჭამენ გარკვეულ მცენარეებს თვითმკურნალობის მიზნით.

კვლევის ხელმძღვანელმა, ელოდი ფრეიმანმა, განმარტა, რომ არსებობს ქცევების მთელი სპექტრი, რომელსაც შიმპანზეები იყენებენ მაშინ, როცა ავად ან დაჭრილები არიან - საკუთარი თავის სამკურნალოდ და ჰიგიენის შესანარჩუნებლად.

„შიმპანზეები ან პირდაპირ ისვამენ მცენარეებს ჭრილობებზე, ან ღეჭავენ მათ და შემდეგ დაღეჭილ მასას ადებენ ღია ჭრილობას“, - ამბობს მეცნიერი.

მკვლევრებმა გააანალიზეს ვიდეო, სადაც ძალიან პატარა მდედრი შიმპანზე ღეჭავდა მცენარეს და უტარებდა მკურნალობას დედის ჭრილობას. მათ ასევე იპოვეს ჩანაწერები იმის შესახებ, რომ შიმპანზეები ეხმარებიან იმ ცხოველებსაც კი, რომლებთანაც ნათესაობა არ აკავშირებთ.

„ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ამტკიცებს, რომ გარეულ შიმპანზეებს აქვთ ემპათიის უნარი“, - აღნიშნავს ფრეიმანი.

მსგავსი ქცევა სხვა პრიმატებშიც იყო დაფიქსირებული, მაგალითად ორანგუტანგებისა და გორილებში.