„შესაძლოა თქვენს ინსტაგრამ პროფილზე სხვას ჰქონდეთ წვდომა“ - ციფრული მარკეტერი მომხმარებლებს აფრთხილებს

ინსტაგრამი

ციფრული მარკეტერი, ალექსანდრე ჩომახიძე სოციალური ქსელის მომხმარებლებს აფრთხილებს:

„შესაძლოა თქვენს ინსტაგრამ პროფილზე და კომპანიის გვერდებზე სხვა მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა და გადაამოწმეთ.

გაავრცელეთ ეს ინფორმაცია რომ მეტმა ადამიანმა ნახოს.

ბოლო სიახლით თუ თქვენს სახელზე ან ერთ სისტემაში ჩაბმულ რამოდენიმე ექაუნთზე სხვადასხვა ადამიანს აქვს წვდომა, შესაძლოა მათ ასევე ჰქონდეთ წვდომა ერთმანეთის პირად პროფილებზე.

ამის დასადგენად გადაამოწმეთ თუ რა ექაუნთები გიჩანთ ინსტაგრამზე და თუ რამე უცხოს ნახავთ უნდა გააკეთოთ შემდეგი:
1) Log out არ უშველის.

2) დააყენეთ ორ ფაქტორიანი დაცვა Google Authenticator აპი არის საუკეთესო ვარიანტი.

3) შემდეგ შეცვალეთ ფასვორდი და მონიშნეთ რომ ყველა სხვა დივაისებიდან Log out-ი მოხდეს.

ეს ქმედებები დაგეხმარებათ მხოლოდ რომ 100% წვდომა გაუთიშოთ თქვენს ექაუნთზე სხვა მომხმარებლებს.