კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1734166920
ლას-ვეგასში სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე - CES 2023, გამომგონებლებმა წარადგინეს მზის ქუდი (EcoFlow Power Hat), რომელსაც ერთდროულად ორი ტელეფონის დატენა შეუძლია.
ტელეფონის დატენისთვის, ქუდის მომხმარებელი გარკვეული დროის განმავლობაში გარეთ უნდა გავიდეს.
პატარა მზის პანელები ქუდშია მოთავსებული. ქუდში ასევე განთავსებულია სპეციალური USB‑A და USB‑C-ის მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ორი ტელეფონის ერთდროულად დატენა.
მზის ქუდი, რომელიც მობილურ ტელეფონებს ტენის, ადვილად იკეცება და ჯიბეშიც კი ეტევა. გამომგონებლების თქმით, მასში ვერ აღწევს წყალი ან მტვერი.