როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას

ძაღლი

ხშირად ვისმენთ ისტორიებს, როდესაც დაკარგული ძაღლები შინ დასაბრუნებლად წარმოუდგენლად დიდ მანძილს გადიან ხოლმე. ასეთი ამბების გაგების შემდეგ, ხშირად იბადება კითხვა - და მაინც როგორ პოულობენ სახლისკენ მიმავალ გზას ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. მეცნიერებს ამაზე პასუხი აქვთ.

მკლევრების თქმით, მათ ეს უნარი თავიანთი წინაპრისგან, რუხი მგლისგან მიიღეს.

კვალზე სიარული ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც ძაღლები გარემოში ორიენტაციისთვის იყენებენ.  ცუგების ყნოსვა ადამიანისაზე 100 ათასჯერ უფრო მძაფრია, რაც საშუალებას აძლევთ, აღმოაჩინონ ყველაფერი.

გარდა ამისა, ძაღლებს ნაცნობი ობიექტების ამოცნობა მხედველობით, სუნითა და ხმითაც შეუძლიათ. ისინი აანალიზებენ, სად იმყოფებიან მოცემულ მომენტში და სად არის მათი სახლი.