პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს! - ახალი კვლევა

პლასტმასა

მეცნიერები ჩვენს გაოცებას კვლავაც აგრძელებენ. ამჯერად მათ ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს. 

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოდიფიცირებულ E. coli ბაქტერიებს შეუძლიათ, პოლიეთილენტერეფტალატი (PET) პარკინსონის სამკურნალო ძირითად პრეპარატად, ლევოდოპად, გარდაქმნან.  

წინა კვლევებით ედინბურგელმა მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ შესაძლებელია, პლასტმასასგან პარაცეტამოლიც (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება) კი მივიღოთ. 

ცხადია, ლაბორატორიაში მიღებული შედეგის საწარმოო მასშტაბზე აყვანა მარტივი არ იქნება.  პროდუქტები  უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს უნდა მოერგოს.  თუმცა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ კვლევის შედეგები იმედის მომცემია.