მისისიპიში „ზღვის დრაკონის“ გიგანტური ჩონჩხი აღმოაჩინეს

ზღვის დრაკონი

მკვლევრებმა შესაძლოა მისისიპიში ყველაზე დიდი მოზოზავრის ჩონჩხს მიაგნეს. ჯერჯერობით სპეციალისტებმა არ იციან რამდენად დიდი იყო ეს მოზოზავრი, თუმცა მისი ხერხემლის ნაწილის შესწავლის შემდეგ ისინი ვარაუდობენ, რომ მისი სიგრძე არა ნაკლებ 9 მეტრი იყო.

მეცნიერების თქმით, მაშინ როდესაც დინოზავრები ხმელეთზე „მეფობდნენ“, მოზოზავრებს ოკეანეები ჰქონდათ დაპყრობილი (145 - 66 მილიონი წლის წინ).

ნაპოვნი ჩონჩხი Mosasaurus hoffmanni-ს ეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოზოზავრის სახეობა იყო, შესაძლოა ყველაზე დიდიც კი.

„იმ დროს მისისიპი მთლიანად თბილი ტროპიკული ზღვით იყო დაფარული, რომელშიც სიცოცხლე დუღდა. მისი ბინადრები ზვიგენები, თევზები, ზღვის ხვლიკები და ამონიტები იყვნენ. პტეროზავრები და სხვა ფრინველები მათ თავზე დაფრინავდნენ, ნაპირზე კი ბალახისმჭამელი და ხორცისმჭამელი სხვადასხვა ზომის დინოზავრები დადიოდნენ“, - განაცხადა გეოლოგმა ჯეიმს სტარნსმა.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მოზოზავრები დინოზავრებთან ერთად მას შემდეგ გადაშენდნენ, რაც დედამიწას ასტეროიდი ჩიკსულუბი დაეჯახა 66 მილიონი წლის წინ. მდიდარი ზღვის ეკოსისტემა, რომელიც მოზოზავრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მთლიანად განადგურდა.