მილიონობით კომპიუტერს შეეხება - Microsoft-ი ერთ-ერთ ვერსიას „პენსიაზე უშვებს“

კომპიუტერი

Microsoft-მა თავის მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა Windows 11 22H2 (Home და Pro) გამოშვებების მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ. მოწყობილობები, რომლებიც ამ ვერსიებზე მუშაობენ, მომდევნო თვიდან, მხარდაჭერის პერიოდის ამოწურვის შემდეგ, განახლებების მიღებას შეწყვეტენ.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ეხება მხოლოდ საოჯახო პაკეტებს, ხოლო კორპორაციული და საგანმანათლებლო ვერსიები, Windows 11 22H2 Enterprise და Education მხარდაჭერას ისევ მიიღებენ, წერს Raketa.

ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, კომპიუტერები, რომლებიც აღნიშნულ ვერსიებზე მუშაობენ, აღარ მიიღებენ ყოველთვიურ ფუნქციონალურ და უსაფრთხოების განახლებებს, რომლებიც უახლესი საფრთხეებისგან დაცვას შეიცავს. ამგვარად, მოწყობილობა მუშაობას გააგრძელებს, თუმცა მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა უსაფრთხოების სერიოზულ რისკს წარმოქმნის, რადგან კიბერდამნაშავეებსა და ბოროტმოქმედებს გაუადვილდებათ მისი გამოყენება სხვადასხვა თავდასხმისთვის.

კომპანია ასევე იძლევა რეკომენდაციას, გადახვიდეთ Windows 11 24H2 ვერსიაზე, ეს არის Windows 11-ის უახლესი ვერსია, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით „Windows 11 2024 Update“.

ჩვეულებრივ შემთხვევაში, სისტემა განახლებას ავტომატურად ახორციელებს და ინსტალაციის გადადება (როგორც ამას ბევრი მომხმარებელი აკეთებს) არ ღირს. განახლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია განყოფილებიდან „პარამეტრები“ - „Windows-ის განახლების ცენტრი“, სადაც ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ, კონკრეტულად რომელი ვერსიაა აქტიური თქვენს მოწყობილობაზე.