„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
მეცნიერებმა პლასტმასის მჭამელი რობოტი თევზი შექმნეს, რომელიც წყალს ნარჩენებისგან გაწმენდს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით,50 სანტიმეტრის სიგრძის რობო-თევზს უკვე შეუძლია დააფიქსიროს პატარა ზომის, 2 მილიმეტრიანი ზომის პლასტმასიც. ამჟამად არსებული პროტოტიპი დისტანციურ მართვის პულტთანაა დაკავშირებული.
რობოტი წყალქვეშ თავისი კუდისა და ფარფლების დახმარებით მოძრაობს და მუდმივად პირი ღია აქვს, რომ მოახერხოს წყლისა და მიკრო-პლასტმასის დაჭერა. როდესაც ღრმული ივსება, რობოტი პირს ხურავს და ლაყუჩებიდან უკვე გაფილტრულ წყალს უშვებს, ხოლო პლასტმასის ნარჩენებს იტოვებს.