მეცნიერებმა დიდ ადრონულ კოლაიდერში ტყვია ოქროდ გადააქციეს

მეცნიერებმა დიდ ადრონულ კოლაიდერში ტყვია ოქროდ გადააქციეს

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ფიზიკოსებმა პირველად შეძლეს ტყვიის ოქროდ გადაქცევა. ამისთვის მათ დიდი ადრონული კოლაიდერი გამოიყენეს. სტატია მათი ექსპერიმენტის შესახებ ჟურნალში Physical Review C (PRC) გამოქვეყნდა.

ტყვიის ოქროს გადაქცევას ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ალქიმიკოსები ცდილობდნენ. საქმე იმაშია, რომ ამ ორ ლითონს მსგავსი სიმკვრივე აქვს, თუმცა ისინი ატომურ დონეზე განსხვავდებიან. ტყვიის ბირთვში 82 პროტონია, ოქროს ბირთვში კი 79, ამიტომ მეცნიერების მიზანი ტყვიის ბირთვიდან 3 ზედმეტი პროტონის ამოღება გახდა.

ფიზიკოსებმა ამას ტყვიის ბირთვის სინათლის სიჩქარის 99,999993%-მდე აჩქარებაით მიაღწიეს. ამ დროს ბირთვები ერთმანეთის სიახლოვეში მოძრაობდნენ და მათი თითქმის შეჯახება უძლიერეს ელექტრომაგნიტურ ველებს ქმნიდა, რომლებიც ტყვიის ბირთვიდან პროტონებს აგდებდნენ. შედეგად ტყვია ქროდ გადაიქცა, თუმცა მიღებული იზოტოპები მოგვიანებით დაიშალა.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ალქიმიკოსების ოცნებები ასრულებადია, თუმცა ამას ძალიან დიდი ხარჯები დასჭირდება. ექსპერიმენტის შედეგად ფიზიკოსებმა ოქროს ძალიან მცირე რაოდენობა მიიღეს - ტრილიონობით ნაკლები, ვიდრე საქორწინო ბეჭდის დამზადებას სჭირდება. მათი ცნობით, ამ მეთოდით 1 გრამი ოქროს მისაღებად კოლაიდერს კვადრილიონობით წლის განმავლობაში მოუწევს შეუჩერებლად მუშაობა.