„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ამერიკის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის უნივერსიტეტების ასტრონომებმა ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო პლანეტების დაბადება ისტორიაში პირველად დააფიქსირეს. მეცნიერები დიდი ხანია ეძებდნენ ასეთ სისტემას, რათა უკეთ გაეგოთ, როგორ გაჩნდა ჩვენი მზის სისტემა.
ვარსკვლავი HOPS-315, რომელსაც მკვლევრები აკვირდებოდნენ, ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მის გარშემო ასტრონომებმა გაზისა და მტვრის კონცენტრაცია შენიშნეს, რომელსაც პროტოპლანეტური დისკი ეწოდება. სწორედ ამ მასალიდან იქმნება შემდეგ პლანეტები.
HOPS-315-ის ირგვლივ არსებული ნივთიერების ქიმიური შემადგენლობის შესასწავლად მეცნიერებმა ტელესკოპი „ჯეიმს ვები“ გამოიყენეს. ისინი ახალგაზრდა სისტემაზე დაკვირვებას მომავალშიც განაგრძობენ, მისი დეტალური შესწავლის მიზნით.