ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
ინდოეთში მამაკაცი შვილის საცოლესთან ერთად გაიქცა და ოჯახის დანაზოგი თან გაიყოლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, 55 წლის შაკილი საკუთარი 15 წლის შვილის საცოლესთან ერთად გაიქცა. თან დაახლოებით, 2500 დოლარი წაიღო. იგი 6 შვილის მამაა.
„აიშა ჩემი შვილის ცოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ის ჩემი ქმრის ცოლია“, - თქვა მიტოვებულმა ცოლმა.
როგორც ჩანს, ქორწილის სამზადისის საბაბით იგი შვილის საცოლეს ხშირად ხვდებოდა. მამაკაცის ცოლი რაღაცას ეჭვობდა და ამტკიცებდა, რომ გაპარვამდე ორჯერ შეამჩნია ისინი ინტიმურ ვითარებაში.
მან არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება, თუმცა ქმარმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ცოლმა ქმრის ტელეფონში ასევე აღმოაჩინა წყვილის ვიდეოზარები და ინტიმური ხასიათის ფოტოები.
ქალმა შეაგროვა მტკიცებულებები მათი ურთიერთობის დასამტკიცებლად. ღალატით შოკირებულმა საქმრომ ნიშნობა გააუქმა. ამის შემდეგ კი მამაკაცი შვილის საცოლესთან ერთად გაიქცა.