მეცნიერების მტკიცებით, მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა ადამიანის ევოლუციის ისტორიას ცვლის

თავის ქალა

ჩინეთში აღმოჩენილი მილიონი წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა მიუთითებს, რომ ჩვენი სახეობა, Homo sapiens-ი ევოლუციას სულ მცირე ნახევარი მილიონი წლით ადრე იწყებს, ვიდრე აქამდე გვეგონა - ამ განცხადებას მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით აკეთებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ თავის ქალის გამოკვლევის თანახმად, Homo sapiens-ი სხვა მონათესავე სახეობებთან, მათ შორის, ნეანდერტალელებთან გაცილებით დიდხანს თანაარსებობდნენ, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.

მეცნიერების განმარტებით, მათი ანალიზი მთლიანად ცვლის წარმოდგენას ადამიანის ევოლუციის შესახებ და, თუ ეს სიმართლეა, უდავოდ გადაწერს ადამიანების ევოლუციის ისტორიის ადრეულ, მნიშვნელოვან თავს. ამასთან, სფეროს სხვა ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი კვლევა შთამბეჭდავია, თუმცა შორსაა საბოლოო, დამტკიცებული მონაცემებისგან.

BBC-ის ინფორმაციით, აღმოჩენამ, რომელიც წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, გააოგნა კვლევითი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ჩინეთის უნივერსიტეტისა და დიდი ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმის მეცნიერები შედიოდნენ.