13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
კომპანია Apple-ი დასაკეც სმარტფონზე iPhone Fold-ზე მუშაობს, - ინფორმაციას Hypebeast-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ კომპანია დასაკეცი მოწყობილობების ბაზარზე ოფიციალურად შესვლას 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში გეგმავს.
ხმების თანახმად, ახალი სმარტფონს წიგნის ფორმა ექნება. გაშლილ მდგომარეობაში დისპლეის დიაგონალი დაახლოებით 19,8 სმ იქნება, ხოლო გარე ეკრანი 14 სმ. მოწყობილობა ტიტანის შენადნობის კორპუსით აღიჭურვება .
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Apple-ი უარს იტყვის Face ID-ზე და მას გვერდითა ღილაკში ჩაშენებული Touch ID-ით ჩაანაცვლებს. მოწყობილობის სავარაუდო ღირებულება 2 000-დან 2 500 დოლარამდე იქნება.