პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1749753366
კოლუმბიის ნაპირებთან 300 წლის წინ ჩაძირული ესპანური გემის „სან ხოსეს“ განძი გამოიკვლიეს.
ესპანური მემკვიდრეობისთვის ომის დროს ის „ოქროს ფლოტილიის“ შემადგენლობაში შედიოდა. გალეონი 1708 წლის 8 ივნისს, ბრიტანულ სამხედრო ხომალდებთან საათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ ჩაიძირა. ეკიპაჟის 600 წევრიდან მხოლოდ 11 გადარჩა.
ბოლო ბრძოლის დროს „სან ხოსეს“ 200 ტონამდე ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვა გადაჰქონდა. ეს განძი, რომლის საერთო ღირებულებაც დღეს სავარაუდოდ 17 მილიარდ დოლარს შეადგეს, გემთან ერთად ჩაიძირა.
„სან ხოსე“ კარტახენას მახლობლად, კარიბის ზღვაში, 600 მეტრის სიღრმეზე 2015 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დისტანციურად ოპერირებადი მოწყობილობების დახმარებით უფრო დეტალურად შეისწავლეს. ოქროს მონეტების დიზაინზე დაყრდნობით, მან დაადასტურეს, რომ ჩაძირული გემი მართლაც „სან ხოსეა“. კოლუმბიის მთავრობა განძის ნაწილის ზედაპირზე ამოტანა და მუზეუმში განთავსება სურს. თუმცა ესპანეთში ამტკიცებენ, რომ გემი მისი საზღვაო ფლოტის ნაწილი და, შესაბამისად ესპანეთის საკუთრებაა.
პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1749753366
ავარია თბილისში - დაშავებულია სამი ადამიანი
1749751947
მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1749750149