ჯეიმს ვების ტელესკოპის დახმარებით მეცნიერებმა სამყაროში უძველესი გალაქტიკა აღმოაჩინეს

გალაქტიკა

ჯეიმს ვების ტელესკოპის დახმარებით მეცნიერებმა სამყაროში უძველესი გალაქტიკა აღმოაჩინეს. ინფორმაციას. Daily Mail ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, გალაქტიკა GLASS-z13 (GN-z13) 13,8 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქებიდან 300 მილიონი წლის შემდეგ შეიქმნა. GN-z13-ის სიგრძე 1 600 სინათლის წელიწადია. „ჯეიმს ვებმა“ აღმოჩენა NIRCam-ის გამოყენებით გააკეთა. ეს კამერა მას ყველაზე ადრეული ვარსკვლავებისა და გალაქტიკის სინათლის დაფიქსირების საშუალებას აძლევს.

აქამდე სამყაროში უძველეს გალაქტიკად GN-z11 ითვლებოდა, რომელიც ტელესკოპმა„ჰაბლმა“ 2015 წელს აღმოაჩინა. ის დიდი აფეთქებიდან 400 წელიწადში შეიქმნა.