1765919119
იტალიის მთებში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს
ჩრდილოეთ იტალიის სტელვიოს ეროვნულ პარკში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომლებიც 210 მილიონი წლით თარიღდება. ისინი ფოტოგრაფმა ელიო დელა ფერერამ იპოვა.
ნაკვალევები, რომელთა დიამეტრიც ზოგჯერ 40 სანტიმეტრს აღწევს, პარალელურ რიგებადაა განლაგებული. ბევრ მათგანზე მკაფიოდ ჩანს თითებისა და ბრჭყალების კვალი. პალეონთოლოგების ვარაუდით, ეს ნაკვალევი პროზავროპოდებს ეკუთვნით - ბალახისმჭამელებს, რომლებსაც გრძელი კისერი, პატარა თავი და ბასრი ბრჭყალები ჰქონდათ.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ შთამბეჭდავ აღმოჩენას წავაწყდებოდი იმ რეგიონში, სადაც მე ვცხოვრობ“, - განაცხადა მილანელმა პალეონთოლოგმა, კრისტიანო დალ სასომ.
ტრიასულ პერიოდში, დაახლოებით 250-201 მილიონი წლის წინ, კლდე, რომელზეც ნაკვალევები აღმოაჩინეს, მოქცევის ზონას წარმოადგენდა, რომელიც პერიოდულად იფარებოდა წყლით, მოგვიანებით კი ალპების მთათა სისტემის ნაწილი გახდა.










