ილია თოფურიას დედა, შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
1765968994
არა მხოლოდ ცარიელი ბრალდებები ისმის, არამედ ხშირად, პოლიტიკური პროპაგანდაა, როცა „პოლიტიკურ პატიმარს“ უწოდებ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს თავს ესხმიან, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, ახორციელებენ დამხობის მცდელობებს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ე.წ. პოლიტპატიმრებზე განცხადებები სრულიად აბსურდულია.
„მათ ქვეყანაში, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნის დაორგანიზებას ვინ გაბედავს? აბა, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ვინმემ წინმსწრებად გაბედოს განცხადების გაკეთება, რომ დამხობას აპირებს. თავპირს დაამტვრევენ, ვინც გაბედავს იმის მეათედს ევროკავშირის ქვეყანაში, რაც აქ, 4 ოქტომბერს სცადეს. ამიტომ, სრულიად აბსურდულია განცხადებები ე.წ. პოლიტპატიმრებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც პოლიციელებს ურტყამენ და პარლამენტის შენობას წვავენ. ეს ცარიელი, პოლიტიკური, პროპაგანდისტული მესიჯებია, რომლის უკანაც კონკრეტული მიზანია და მტკიცებულებასა და დასაბუთებაზე საუბარი ზედმეტია. როცა მოწოდებებია – ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთო, რა ვიცი, ქვეყანას პირდაპირ დააწერონ – „გაუქმებულია, გაუქმებულია“ და ქვეყნის მართვა თავად აიღონ ხელში. მაშინ გააუქმონ სახელმწიფო, რისთვის არის ხელისუფლება, ან არჩევნები, ან პარლამენტი? ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ დასკვნები გამოქვეყნდა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გააუქმოს რეპრესიული კანონები, დაასრულოს ევროკავშირის წინააღმდეგ ნარატივების გავრცელება“