ირმის ნახტომში „ვარსკვლავი ზომბი“ შენიშნეს, რომელსაც ატომების გახლეჩა შეუძლია

ვარსკვლავი ზომბი

„ვარსკვლავი ზომბი“ SGR 0501+4516 ირმის ნახტომში 177 027 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობს. ასტრონომები თვლიან, რომ ეს მაღალი სიჩქარე მის უჩვეულო წარმოშობაზე მიუთითებს.

ნეიტრონული ვარსკვლავი - პატარა, მყარი, კოლაფსირებული ვარსკვლავია. ის მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენს წარმოადგენს.

ტელესკოპების Hubble-ის და Gaia-ს ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ნეიტრონული ვარსკვლავი უფრო სწრაფად მოძრაობს ირმის ნახტომში, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. სპეციალისტები თვლიან, რომ ამ ობიექტის მაგნიტური ველი დედამიწის მაგნიტურ ველთან შედარებით (ასი ტრილიონით) გაცილებით ძლიერია.

„იმ შემთხვევაში, თუ SGR 0501+4516 დედამიწას მთვარის მანძილის ნახევარს მიუახლოვდება, მისი ინტენსიური მაგნიტური ველი ჩვენს პლანეტაზე ყველა საკრედიტო ბარათს გაანადგურებს. თუ ადამიანი მას 965.606 კმ-ზე მიუახლოვდება, იგი სიკვდილის მეცნიერულ-ფანტასტიკურ სხივად იქცევა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ყოველ ატომს გახლეჩს “, - წერია NASA-ს წარმომადგენლების განცხადებაში.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ვარსკვლავი მზის სისტემაში აღმოჩნდება.

აქამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ მსგავსი ობიექტები ვარსკვლავების აფეთქების შედეგად იქმნებოდნენ, თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ძალიან სწრაფად და არასწორი მიმართულებით მოძრაობს.

მაგნეტარის ტრაექტორიამ აჩვენა, რომ ის არანაირ მასიურ ვარსკვლავთგროვასთან კავშირში არ არის. შესაბამისად, მკვლევრებმა არ იციან, საიდან წარმოიშვა SGR 0501+4516.

ერთ-ერთი ვერსიით, იგი თეთრი ჯუჯის პირდაპირი კოლაფსის შედეგად წარმოიშვა — ვარსკვლავის ბირთვისგან და არა ვარსკვლავის აფეთქების შედეგად.

„როგორც წესი, თეთრი ჯუჯა ფეთქდება და მისგან არაფერი რჩება, თუმცა არსებობს თეორია, რომ გარკვეულ პირობებში აფეთქების ნაცვლად მისი ნეიტრონულ ვარსკვლავად კოლაფსირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მაგნეტარი შეიძლება სწორედ ასე გაჩნდა“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა ენდრიუ ლევანმა.