1791274912
იაპონური ინტერნეტსერვისების კომპანიის განცხადებით, ჰაკერებმა მათი 948 500 მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს
იაპონური ინტერნეტსერვისების კომპანიის განცხადებით, არაავტორიზებული წვდომით მათი 948 500 მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს.
ადგილობრივი მედია, კომპანია GMO Research & AI Inc- ზე დაყრდნობით წერს, რომ მოპარული ინფორმაციები მომხმარებელთა სახელებს, ელექტრონულ ფოსტებს, სახლის მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს მოიცავს.
მედიის ცნობით, ჰაკერებმა საიტზე კიბერთავდასხმა პარასკევს დაიწყეს, ხოლო კომპანიამ შაბათს ქსელში შეღწევის შემჩნევისთანავე მომსახურება შეაჩერა.
იაპონურმა კომპანიამ განაცხადა, რომ ყველა დაზარალებულს ზარალს სრულად აუნაზღაურებს და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.










