გასახდომი ინიექციების შეწყვეტის შემდეგ ადამიანები ოთხჯერ სწრაფად იბრუნებენ წონას, ვიდრე ისინი, ვინც დიეტას წყვეტს - კვლევა

გასახდომი ინიექციები

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ჭარბ წონას გასახდომი ინიექციებით ებრძვიან, მკურნალობის დასრულების შემდეგ დაკარგულ კილოგრამებს ოთხჯერ სწრაფად იბრუნებენ, ვიდრე ისინი, ვინც დიეტას ან ფიზიკურ ვარჯიშს წყვეტს.

British Medical Journal-ში გამოქვეყნებული მონაცემებით, ჭარბწონიანი ადამიანები ინიექციების გამოყენებისას სხეულის მასის მეხუთედს კარგავენ, მაგრამ ინიექციების შეწყვეტის შემდეგ თვეში დაახლოებით 0,8 კილოგრამს იმატებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საწყის წონას 1,5 თვეში დაუბრუნდებიან.

ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგი არა რეალურ მონაცემებს, არამედ სამედიცინო ტესტებს ეფუძნება და ინიექციების გრძელვადიანი შედეგის შესასწავლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

მეცნიერებმა 37 კვლევის შედეგები შეისწავლეს, რომლებშიც 9 ათასზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა და პოპულარული ინიექციების გამოყენებით მიღწეული შედეგები ტრადიციულ დიეტებსა და აბების მიღებას შეადარეს. მათ შორის ახალი ინიექციების მეშვეობით მკურნალობას მხოლოდ 8 კვლევა სწავლობდა, დაკვირვების პერიოდი კი წამლის მიღების შეწყვეტიდან მხოლოდ ერთწლიან პერიოდს მოიცავდა, ამიტომ მიღებული მონაცემები უნდა განიხილოს როგორც დაახლოებითი.

სპეციალისტების ასევე აცხადებენ, რომ დიეტის მეშვეობით ადამიანები ნაკლებ წონას კარგავენ, ვიდრე ინიექციების შემთხვევაში, მაგრამ დიეტის შეწყვეტის შემდეგ წონა უფრო ნელა ბრუნდება - დაახლოებით 0,1 კილოგრამი თვეში, თუმცა ესეც ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებული.