გაირკვა, რა ყოფილა რეალურად სპირალის ფორმის მანათობელი ობიექტი, რომელიც ცაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში მოჩანდა

სპირალის ფორმის მანათობელი

მანათობელმა სპირალმა, რომელიც ღამის ცაზე მოჩანდა, ევროპის მოსახლეობის ნაწილი გააოცა. ზოგიერთ მათგანს ის ამოუცნობი მფრინავი ობიექტიც კი ეგონა. აშშ-ის მეტეოროლოგიური ბიუროს განცხადებით, ეს რაკეტის გამონაბოლქვის შედეგია, რომელიც მზის შუქს ირეკლავს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის ატმოსფეროში ბრუნავს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სპირალის ფორმის მანათობელი ობიექტი რამდენიმე წუთის განმავლობაში მოჩანდა დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ცაზე.

ილონ მასკის კომპანიის რაკეტა - Falcon 9-მ სტარტი ფლორიდის დროით 1:50 წუთზე აიღო. Falcon 9 მრავალჯერადი რაკეტაა. აფრენის შემდეგ ის დარჩენილ საწვავს გარეთ უშვებს, რომელიც სიმაღლის გამო მაშინვე იყინება და რაკეტის მოძრაობის გამო სპირალის ფორმას იღებს.