პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
18 იანვარს, თბილისის დროით, 03:49-ზე გვაქვს სავსემთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში.
ამ დროს მზე და მთვარე ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებში ხვდებიან, მზის სხივები ბოლომდე ეცემა მთვარეს და მთვარეც ბოლომდე ხილული ხდება. რაც დედამიწაზე იწვევს, მთვარის გავლენის მეტად გამძაფრებას. რაც ამ პერიოდში გამოიწვევს ადამიანებში და განსაკუთრებით ქალებში მომატებულ ემოციებს, შფოთვებს, შესაძლებელია იყოთ მეტად გაღიზიანებული, დეტალები მოგხვდეთ ემოციებზე და იგრძნოთ ენერგეტიკული დისბალანსი. ასევე შესაძლებელია, ამ პერიოდში წარმოიქმნას კომპლიქტური სიტუაციები, მოხდეს გახლეჩვა ადამიანის პიროვნებასა და ემოციებს შორის და მოხდეს დაპირისპირება იმ გარემოსთან რაც მოცემული გაქვთ.
იანვრის სავსე მთვარეობა გვაქვს კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე.
აქ მთვარე მაღალ სტატუსშია, თავისი მმართველობის ნიშანშია, ხოლო მზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანშია. ამიტომაც კარგი იქნება თუ დააბალანსებთ და ჰარმონიაში მოიყვანთ ოჯახისა და კარიერის, სოციალური თემებისა და ოჯახური მოვალეობების საკითხებს.
ეს სავსე მთვარე განსხვავებულია იმით რომ, მზესთან შეერთებული არის ცვლილებების, ტრანსფორმაციისა და კრიზისების პლანეტა პლუტონი და ოპოზიციას აკეთებს მთვარესთან. რაც სავსე მთვარეობის ფონს, მეტად ამძაფრებს და ინტენსიურს ხდის. ამ პერიოდში შესაძლებელია დიდი ტრანსფორმაციები და ცვლილებები შემოვიდეს ოჯახურ საკითხებში და კარიერულ თემებშიც. თუმცა გააჩნია სად მოხვდება, თქვენს პირად ჰოროსკოპში სავსე მთვარე.
ამ პერიოდში კარგი იქნება თუ არ აჰყვებით ემოციებს, შეეცდებით იყოთ სტაბილურად, მშვიდად და დროს გაატარებთ სახლში, მშვიდ გარემოში.
ეს პერიოდი და სავსე მთვარეობიდან მომავალი 3-4 დღე არ ვიწყებთ არაფერს ახალს.
ამ პერიოდში უნდა მოვუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი კუჭს, კარგი იქნება თუ გამოიკვებებით ზომიერად და სწორად.
კარგი იქნება თუ დაკავდებით მედიტაციებით ან ჩაიტარებთ ენერგეტიკულ წმენდებს.
სავსემთვარეობისას ჯობია იყოთ სახლში და არ გადაადგილდეთ შორ მანძილზე. არ დიტვირთოთ ფიზიკურად და არ დახარჯოთ ზედმეტი ენერგია.
ეცადეთ არ აყვეთ პროვოკავიებს, მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, ეცადეთ იყოთ მშვიდად.
ახლა კი შევეცდები, მოკლედ ავხსნა რა ზეგავლენას მოახდენს და როგორ იმოქმედებს სავსე მთვარე, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე. სავსე მთვარე გავლენინი იქნება მომავალი ორი კვირა. თუმცა გასათვალისწინებელია რა ასპექტაციაში იქნება, თქვენს ნატალურ პლანეტებთან და რომელ სახლებში მოხვდება სავსე მთვარე.
ვერძი
ეცადეთ სტაბილურად იყოთ კარიერულ თემებში, განსაკუთრებით თუ სოციალური სტატუსი გაქვთ. გააცნობიერეთ თქვენი ჭეშმარიტი მიზნები, თუ რამე გაქვთ დაწყებული და ცოტა გაკლიათ დასასრულებლად და შედეგის მისაღებად კარგი პერიოდია.
კურო
ეცადეთ სტაბილური კავშირი გქონდეთ, თქვენს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. მოერიდეთ კომფლიქტებს ხალხთან. კარგი იქნება თუ სავსე მთვარეობამდე 3-4 დღით ადრე განახორცილებთ ისეთ იდეას რასაც აქამდე გეგმავდით.
ტყუპები
ამ პერიოდში შესაძლებელია მოგიწიოთ კარმული ვალების გასტუმრება. შესაძლებელია გაიგოთ რაღაც საიდუმლო, ის რაც აქამდე არ იცოდით. ეცადეთ იყოთ მშვიდად, და გააკონტროლოთ თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა.
კირჩხიბი
შესაძლებელია უკეთ გააცნობიეროთ საკუთარი თავი, აღმოაჩინოთ ისეთი დეტალები თქვენს გარშემო რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით. ეცადეთ იყოთ სტაბილურად და აკონტროლოთ ემოციები. კირჩხიბზე სავსე მთვარე, უფრო მეტად მოქმედებს რადგანაც, მთვარე მართავს და მით უმეტეს კირჩხიბშივეა სავსე მთვარე, ასე რომ შეეცადეთ აკონტროლოთ თქვენი გუნება-განწყობა.
ლომი.
კარგი იქნება თუ ამ პერიოდში შეეცდებით არ გაფლანგოთ ენერგია და თქვენი რესურსები. შეეცადეთ დაასტაბილუროთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა და მოერიდოთ კრიზისულ სიტუაციებს.
ქალწული.
ეცადეთ სტაბილური ურთიერთობა გქონდეთ თქვენს ახლო გარემოსთან, შეეცადეთ არ აყვეთ ემოციებს და არ გქონდეთ კომფლიქტები თქვენს გარშემო მყოფ ხალხთან. ამ პერიოდში ჯობია სწორად შეარჩიოთ სიტყვები და იყოთ ნაკლებად კრიტიკული.
სასწორი
შეეცადეთ იყოთ მშვიდად, დრო გაატარეთ სახლში და ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ თქვენს ოჯახის წევრებთან. კარგი იქნება თუ გაიხსენებთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარ დადებით მოვლენებს ან მოიგონებთ თქვენს წინაპრებს.
მორიელი
ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ეგო, საკუთარი თავის გამოვლინება მოახდინოთ ზომიერად. ეცადეთ სტაბილურად იყოთ სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ შვილები გყავთ ეცადეთ ბალანსი დაიცვათ მათთან ურთიერთობაში.
მშვილდოსანი
მოუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად, არ დახარჯოთ ზედმეტი ენერგია და დააბალანსეთ თქვენი დღის რუტინა. არ აიცილოთ თავიდან თქვენზე დაკისრებული მოვალეობები. კარგი იქნება თუ გამოიკვებებით სწორად და ზომიერად.
თხის რქა
დასტაბილურდით ურთიერთობებში, ეცადეთ ჰარმონიული კავშირი გქონდეთ ხალხთან, თქვენს პარტნიორთან ან საქმიან პარტნიორებთან.
მერწყული
მოერიდეთ კრიზისულ და ექსტრემალურ სიტუაციებს, შეეცადეთ იყოთ მშვიდად და არ აყვეთ ნეგატიურ ფიქრებს. კარგი პერიოდია ვალის გასასტუმრებლად, მოერიდეთ ვალის აღებას და ბანკთან შეხებას.
თევზები
კარგი პერიოდია რელიგიური და რწმენითი საკითხების გასააქტიურებლად, კარგი იქნება თუ იმედიტირებთ, ილოცებთ ან ეკლესიაში წახვალთ. ასევე შესაძლებელია აქტუალური გახდეს სწავლასთან, განათლებასთან და საზღვარგარეთთან დაკავშირებული თემები.