ექიმებმა ბავშვის სქესის დაგეგმვის ახალი მეთოდი დაამტკიცეს

ბავშვი

ამერიკელმა მეცნიერებმა ბავშვის სქესის დაგეგმვის ახალ მეთოდს მიაგნეს. ამ მეთოდის გამოყენება ემბრიონის ხელოვნურად გადანერგვის პროცესშია შესაძლებელი. მართალია, სიზუსტე ჯერ-ჯერობით 80%-ია, მაგრამ მომავალში სპეციალისტებს შედეგების გაუმჯობესების იმედი აქვთ.

1300-ზე მეტ წყვილზე ჩატარებული კვლევის დროს მეცნიერებმა შეიმუშავეს გზა, როგორ გამოერჩიათ სპერმატოზოიდები, რომლებიც სქესზე პასუხისმგებელი გენების სპეციფიკურ კომპლექტს ატარებენ. მათ ბიომასალა X ქრომოსომის მატარებლებად (საიდანაც იბადებიან გოგონები) და Y ქრომოსომის მატარებლებად (საიდანაც იბადებიან ბიჭები) დაჰყვეს .

ექსპერიმენტის შედეგად 16 ჯანმრთელი გოგონა და 13 ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. ექიმები აღნიშნავენ, რომ ეს მეთოდი გენეტიკის მომავალია, რადგან ზოგიერთ გენეტიკურ დაავადებაში დაზიანებული გენის გადაცემა სწორედ ბავშვის სქესის მიხედვით ხდება. ამრიგად, შესაძლებელია არდაბადებული ბავშვის სქესის წინასწარ დაგეგმვა და სერიოზული გენეტიკური დაავადების თავიდან აცილება. 

მეთოდი საკმაოდ ეფექტური და უსაფრთხო აღმოჩნდა. მაგრამ როგორ მუშაობს ის? გამოდის, რომ სპერმატოზოიდებმა გარკვეული დახარისხება გაიარეს მრავალშრიანი სიმკვრივის გრადიენტში. X ქრომოსომის მქონე მამრობითი სასქესო უჯრედები უფრო მკვრივი იყო და დაბლა ილექებოდა, ხოლო Y ქრომოსომის მქონე უჯრედები უფრო მსუბუქი და ზედა ნაწილში რჩებოდნენ. ბუნებრივი კონცეფციით, ბავშვის სქესზე ზემოქმედება შეუძლებელია, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორი უკონტროლოა. მაგრამ ინვიტრო მეთოდით ეს სავსებით შესაძლებელია.

მეცნიერები შიშობენ, რომ მათი მიღწევა ბავშვის სქესის განსაზღვრაში მშობლებმა ბოროტად არ გამოიყენონ. გარდა ამისა, ყოველთვის არის სქესის ხელოვნური გადარჩევის რისკი. ამიტომ ამ დროისთვის, ეს ეს მეთოდი მხოლოდ სქესთან დაკავშირებული გენეტიკური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით დაინერგება.