„შეინარჩუნეთ ღირსება…“ - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1764006113
მეცნიერებმა ინსულინის მიწოდების სრულიად ახალი გზა აღმოაჩინეს, რომელიც მომავალში, დიაბეტიან პაციენტებში ნემსების საჭიროებას მოხსნის. ახალი მეთოდი საშუალებას აძლევს ინსულინს კანში შეაღწიოს და ორგანიზმში იმუშაოს ისე, რომ ინიექცია აღარ იყოს საჭირო.
ინსულინის კანის გზით შეწოვა აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა, რადგან მისი მოლეკულები ძალიან დიდია და კანის გარეთა ცხიმიან ფენაში ვერ გადის. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ბარიერი შესაძლებელია გადაილახოს.
თაგვების, მინიატიურული ღორებისა და ლაბორატორიაში გაზრდილი ადამიანის კანის უჯრედების გამოყენებით, მეცნიერებმა ინსულინით ადგილობრივად მკურნალობის მეთოდი წარადგინეს.
მკვლევრებმა ისეთი მიწოდების სისტემაზე მუშაობა დაიწყეს, რომელიც გრადიენტთან უნდა ურთიერთქმედებდეს, რათა ინსულინს კანში შეღწევის საშუალება მიეცეს.
შედეგები OP პოლიმერს ეფუძნება, რომლის თვისებებიც pH დონის ცვლილებასთან ერთად იცვლება. წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ ის ბიოთავსებადია.
კანის ზედაპირზე OP-ს დადებითი მუხტი აქვს. ეს მას კანის ლიპიდებთან შეწებების საშუალებას აძლევს. მეორე მხრივ, ნეიტრალურ მჟავიანობაზე ის ამ მუხტს კარგავს და ლიპიდებს გამოეყოფა. შემდეგ ის კანის ბარიერში აღწევს და სხეულში შედის.
ინსულინის OP პოლიმერთან წყვილის სახით შეკავშირებას OP-1 უწოდეს. შედეგად ეს ჰორმონალური მკურნალობის წარმატებით დასრულების საშუალებას იძლევა.
ეს პრაქტიკაში ძალიან კარგი აღმოჩნდა. ადამიანის კანის მოდელებში და დიაბეტის მქონე თაგვებში, OP-I უფრო ეფექტიანი იყო ინსულინის კანქვეშ გადატანაში, ვიდრე მხოლოდ ინსულინი ან სხვა პოლიმერთან, PEG-თან კომბინირებული ინსულინი. ცნობისთვის, დღეს PEG ფარმაციაში ფართოდ გამოიყენება.
თაგვებში ინოვაციურმა მკურნალობამ სისხლში შაქრის კონცენტრაცია ნორმალურ დონეზე ერთ საათში აიყვანა. ეს დონე სტაბილური დარჩა შემდეგი 12 საათის განმავლობაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი მეთოდი უფრო მდგრადი გზით მუშაობს, ვიდრე ინიექციური ინსულინი. შესაბამისად, განაპირობებს უფრო ხანგრძლივ ეფექტსაც.