აპრილის საყურადღებო თარიღები: მზის დაბნელება, დადებითი ასპექტები და სირთულეები - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

mzis dabneleba

მსოფლიოში შექმნილი რეალობის ფონზე რთულია წინასწარ რაიმეს გათვლა. თუმცა, როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ჟურნალ "თბილისელებთან" ამბობს, რომ ასტროლოგიური გათვლებით, აპრილის თვე მთლიანობაში, არასტაბილური ელფერის მატარებელია, თუმცა, გარკვეულ პერიოდებში ჰარმონიული ტენდენციებიც იჩენს თავს. 

აპრილის ბოლოს მზის დაბნელება იქნება - რას გამოიწვევს ეს კოსმოსური მოვლენა და რა უნდა გაითვალისწინონ ასტროლოგიის მოყვარულებმა?

ამ კითხვებს მიხეილ ცაგარელი ასე პასუხობს:  

"მთლიანობაში აპრილის თვე დადებითი კოსმიური ზემოქმედებით შედარებით ჰარმონიული აღმოჩნდება. 6 რიცხვამდე მერწყულის ზოდიაქოში მოძრავი პლანეტა ვენერა ხელს შეუწყობს სოციალური კავშირების გამყარებას. ამ პერიოდში ადამიანებს გაუადვილდებათ კარიერასა და ბიზნესში წარმოქმნილი სასიკეთო პერსპექტივების დანახვა და გამოყენება.

ხელმძღვანელობასა და მათ ხელქვეითებს შორის ურთიერთობა სრულად დაექვემდებარება არსებულ პროფესიულ ეთიკას. 10 აპრილის შემდგომ თავს შეგვახსენებს მარტში წარმოქმნილი პრობლემები და მათი შედეგები, რომელიც დროულად არ იყო მოგვარებული და დასრულებული.

მსგავსი გარემოებები ყველასაგან ითხოვს განსაკუთრებულ წინდახედულებას, სიდინჯესა და ფრთხილ მიდგომას, განსაკუთრებით, თუ ეს უკავშირდება რაიმე სახის რისკებს. მით უმეტეს, რომ 15 აპრილამდე მერწყულის ზოდიაქოში განლაგებული პლანეტა მარსი განაპირობებს გაუაზრებელ და ნაჩქარევ ქმედებებს, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს არა ერთი პრობლემა, უსიამოვნება ან კონფლიქტური ინციდენტი.

იმისთვის, რომ კიდევ უფრო არ გამწვავდეს სიტუაცია, მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს, გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს, მაქსიმალურად დაიოკეთ ეიფორიული ემოციები და აზარტული განწყობა.

აპრილის მეორე ნახევარი, შედარებით ჰარმონიული აღმოჩნდება. მარტივად განხორციელდება პრიორიტეტული ამოცანები, წარმატებით ჩაივლის მნიშვნელოვანი მოგზაურობები, შეხვედრები და მოლაპარაკებები, გაადვილდება ადრე დასახული გეგმების ხორცშესხმა.

ნებისმიერი აქტიური საქმიანობა ამ დროს ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს და წარმატების მომტანი იქნება. ეს საუკეთესო დროა ინოვაციური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების დასანერგად, რადგან დადებით შეფასებას დაიმსახურებს მოსახლეობაში და ძალზე პოზიტიურად იქნება მიღებული სოციუმის მიერ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ღონისძიებები ჩატარდება 15-25 აპრილის შუალედში.

საქმე ისაა, რომ 15 აპრილის შემდგომ თევზების ზოდიაქოში განლაგებული პლანეტა მარსი ხელს შეუწყობს საოჯახო ურთიერთობების დალაგებასა და გამყარებას. დიდი ხნის შეყვარებულები კი დაფიქრდებიან ერთობლივ გეგმებსა და ოჯახის შექმნაზე. ტყუპების ზოდიაქოში მოძრავი მერკური გააადვილებს ახალი და სასარგებლო კავშირების დამყარებას, მეგობრებისა და თანამოაზრეების პოვნას, პირადი ცხოვრების მოწყობასა და ბიზნესიდეების რეალიზებას.

აპრილის ბოლოს, 29 რიცხვიდან, რეტროგრადული პლუტონის ზემოქმედება და 30 აპრილის მზის დაბნელება გამოიწვევს კომუნიკაციურ პრობლემებს და გაართულებს ურთიერთობებს. თუმცა, იმავდროულად, ეს ასპექტი ბევრ ადამიანში გააძლიერებს შინაგან სიმტკიცესა და პრინციპულობასაც.

ამიტომ ამ დროს საჭიროა უახლოესი მომავლისთვის პერსპექტიული გეგმების დასახვა, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება მაისის თვეში მოსალოდნელი რიგი წინააღმდეგობებისა და სირთულეების დაძლევა." - განმარტავს ასტროლოგი.