ცნობილია ჩუმლაყში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა - სასტიკი მკვლელობის დეტალები
1745220888
ბავშვთა ჯანმრთელობის ორი წამყვანი ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 2022 წელს მსოფლიოში სამ მილიონზე მეტი ბავშვი, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციებისგან დაიღუპება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ყველაზე დიდი რისკის ქვეშ, ბავშვები აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღმოჩნდნენ.
ანტიმიკრობული წინააღმდეგობა, რომელიც ცნობილია როგორც AMR-ი, ვითარდება, როდესაც ინფექციების გამომწვევი მიკრობების წინააღმდეგ ანტიბიოტიკები აღარ მუშაობს.
აღნიშნული მოვლენა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ საფრთხედ არის მიჩნეული, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობას ემუქრება.
ახალი კვლევა აჩვენებს, რა ზიანს აყენებს AMR-ი ბავშვებს.
მრავალი წყაროს, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და მსოფლიო ბანკის მონაცემების გამოყენებით, ანგარიშის ავტორებმა დაასკვნეს, რომ 2022 წელს, 3 მილიონზე მეტი ბავშვის სიკვდილი წამლებისადმი რეზისტენტულმა ინფექციებმა გამოიწვია.
ექსპერტების თქმით, ახალი კვლევა ხაზს უსვამს, რომ ბავშვებში AMR-თან დაკავშირებული ინფექციები, სულ რაღაც სამ წელიწადში ათჯერ გაიზარდა.
კვლევის თანახმად, ეს რიცხვი შესაძლოა COVID 19-ის პანდემიის გავლენის გამოც გაზრდილიყო.