ყველაზე უცნაური ნივთების სია, რომლებიც მგზავრებს აეროპორტში ჩამოართვეს

აეროპორტი

ბარგის შესანახმა კომპანია Bounce.com-მა გამოაქვეყნა ყველაზე უცნაური ნივთების სია, რომლებიც ბრიტანელებს აეროპორტის უსაფრთხოების შემოწმების დროს ჩამოართვეს.

The Independent-ის ცნობით,  კომპანიის დამფუძნებელი კოდი კენდი მოგზაურებს ურჩევს, ყოველთვის შეამოწმონ აეროპორტის მოთხოვნები, რათა თავიდან აიცილონ შემდეგი სიტუაციები:

ლიდს-ბრედფორდის აეროპორტში ღორის ხორცის ღვეზელებით სავსე ჩემოდანი იპოვეს;

სტენსტედში დაცვის თანამშრომლებმა ტკბილეულით სავსე ქილა იპოვეს, რომელშიც ცოცხალი ოქროს თევზის წყვილი იდო;

აღმოსავლეთ მიდლენდსში მგზავრმა ხელბარგში ჯაჭვური ხერხი ჩადო;

ჰითროუს აეროპორტში მგზავრს თოვლის ბურთი ჩამოართვეს, რადგან მასში არსებული სითხე ხელბარგის დასაშვებ ლიმიტს აღემატებოდა;

ლონდონ სიტის უსაფრთხოების სამსახურში 680-გრამიანი კიტრის მწნილის ქილის გატანა სცადეს.