დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წყვილი, სალომე უშხვანი და ნიკოლოზ ქართველი გადაცემის „დალიე და უპასუხე“ სტუმრები იყვნენ, სადაც რა თქმა უნდა, ძირითადად, სასიყვარულო სამკუთხედზე ისაუბრეს.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა სალომე თაიას, ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
სალომეს ამ რეაქციაზე „პრაიმტაიმმა“ თაიას კომენტარი მოისმინა...
თაია ჭიჭინაძე: მე ვფიქრობ, რომ სალომეს ცრემლები იყო იმ „ჰეითთან“ დაკავშირებით, რაც მას აქვს... ჩემი ცრემლები ჩემს ჰეითთან არის დაკავშირებული. ამაში, რეალური ბრალეულობა ნიკოს აქვს, იმიტომ, რომ მის ყოფილ და ახალ ცოლს მთელი საქართველო უვლის ზემოდან. მას რომ გადაედგა სწორი ნაბიჯები, ვფიქრობ, რომ ეს ასე არ მოხდებოდა.
„ჰეითი“ ასევე აქვს ნიკასაც, მაგრამ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში, მამაკაცზეა. მას რომ გადაედგა სწორი ნაბიჯები, ეს ყველაფერი ასე არ მოხდებოდა.
- სალომე ამბობს, რომ არ სძულხარ. თავად რას გრძნობ სალომეს მიმართ?
- სიმართლე რომ გითხრათ, ამ ადამიანების მიმართ რეაქცია აღარ მაქვს. სალომეს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს. ფიქრი ძალიან მიყვარს და ამისთვის ბევრი დრო მქონდა - ამ ყველაფერში დამნაშავე ნიკაა და არა სალომე.
მე მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ - ამას მე ყოველთვის ვამბობ მათგან განსხვავებით, როცა ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. მართლა მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ - ამისთვის რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე: ავდექი, საკუთარი სახლი დავტოვე, ქალაქი დავტოვე, მივედი იუსტიციაში, ხელი გავაწერე (იცინის) რაც ჩემი გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთე. დანარჩენი, არაფრის გაკეთება შემიძლია. ვფიქრობ, მათ ურთიერთობაში რაღაც ისე არ ხდება... რადგან, პირველ რიგში, ბედნიერი ადამიანები არ ამტკიცებენ, რომ ბედნიერები არიან... მეორე, მე ამ პროექტში ვარ და ჩემს ოპონენტს უჭერენ მხარს, ეს ძალიან ცუდ რამეზე უსვამს ხაზს... აქედან გამომდინარე, სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას ვუსურვებ.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „რას ეტყოდი?“ - სალომემ თაიაზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა
VIDEO: „რომ არა სალომე, შენ და თაია დღემდე ერთად იქნებოდით?“ - ნახეთ, ნიკოს პასუხი