ქარბუქი, წვიმა, თოვლი - საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება
1738586121
თითქმის რვა წლიანი პაუზის შემდეგ თიკო სადუნიშვილი ტელე ეთერს უბრუნდება. "ახალი თინა" ძველი ტელესახის ახალი გამოწვევაა. როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ღელავს და ეიფორიაშია, რადგან თემა, რომლითაც ის ბრუნდება, ჩვენს საზოგადოებაში სტიგმატიზირებულია.
თიკო სადუნიშვილი: დღეს ეიფორიაში ვარ, რადგან ვიცი, რომ საღამოს ეთერში პირველი გადაცემა უნდა გავიდეს. თან ვნერვიულობ და თან ემოციურად აჟიტირებული ვარ. მაყურებლის წინ ახალ ამპლუაში წარვდგები. ის თემები, რაზედაც ამ გადაცემაში ვისაუბრებ, ჩვენთან სტიგმატიზირებულია და აქამდე, ამ პრობლემების შესახებ, ქალს ასე ღიად არ უსაუბრია. როგორ მიიღებს საზოგადოება - აი, ამასთან დაკავშირებით მაქვს მსუბუქი ღელვა.
ჩემი გადაცემა - "ახალი თინა" იქნება მენტალურ პრობლემებზე, დეპრესიასა და ნივთიერებებზე დამოკიდებულებაზე. მოკლედ, რომ ვთქვა, ეს იქნება უკეთესი ცხოვრების გიდი. ვისაუბრებთ მედიტაციებზე, ნუტრიციოლოგიასა და მოგზაურობაზე, ბუნებასთან კავშირზე და ასე შემდეგ. კონკრეტულ თემას ვშლით კონკრეტული ქეისებით სხვადასხვა სტუმართან ერთად.
უკეთესი ცხოვრებისკენ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად მიდის, სხვადასხვა თერაპიის გზით. ზოგი ბუნებასთან კავშირით, ზოგი ასტროლოგიით, ზოგიც ფსიქოლოგთან სიარულით ან ხატვით, ცეკვით და ასე შემდეგ. ყველანაირ მეთოდზე ვისაუბრებთ. სიზმრების ფსიქოლოგიასაც კი შევეხებით.
- მოკლედ, საკუთარი გამოცდილებების ჭრილიდან ამზადებ გადაცემას. გვითხარი, როგორ ხარ?
- კარგად. დიახ, ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ. გეტყვით, რომ მენტალური ჯანმრთელობა ეს არის სრულ ფორმაში ყოფნა, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ფიზიკური აქტივობით და მენტალურად ჯანსაღი. ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, უცებ კარგად გავხდი, ასე არ არის. ფხიზლად უნდა იყო. ბედნიერი ვარ, რომ მაყურებელს ისევ შევხვდები.