პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით ნიკო ქართველს მივმართეთ.
- რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
ვოცნებობდი, რომ გამოვსულიყავი ფეხბურთელი.
- რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?
ზებუნებრივი ნიჭი მინდა, რომ მქონდეს... ადამიანებს გავაცოცხლებდი.
- ყველაზე მეტ დროს უთმობ?
ყველაზე დიდ დროს ჩემს შვილს ვუთმობ.
- დედაჩემი მომკლავს თუ...
დედაჩემი არასდროს მომკლავს.
- სად იცხოვრებდი?
სადაც ვცხოვრობ ახლა, საქართველოში.
- რამ გაგაოცა ბოლოს?
ბოლოს სალომემ გამაოცა...
- პირველი სამსახური იყო?
ჩემი პირველი სამსახური იყო ინტერნეტ კაფეში.
- რით ხარ გამორჩეული?
გამორჩეული ვარ სიყვარულით .
- რით ხარ უკმაყოფილო?
უკმაყოფილო ვარ იმით, რომ საქართველო არ არის მთლიანი.
- რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?
სიყვარულის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი.
- ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?
როდესაც უცენზურო სიტყვებს ვიყენებ.
- სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი
მოსიყვარულე, მეგობრული, თბილი;
- ბოლოს რაზე იტირე?
ამას არ ვიტყვი...
- მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება
ჩემი შვილის დაბადება.
- რას ნანობ?
ვნანობ იმას, რომ არ ვარ ისეთი, როგორც მინდა, რომ ვიყო.
- რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი.
- ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...
ყველა ჩემი ოჯახის წევრი, რომ ცოცხალი იყოს.
- სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...
გენაცვალე...