„ვიყავი დეპრესიაში...“ - მერიემი რთულ პერიოდზე საუბრობს

meriemi

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე მერიემ გოგაშვილი საუბრობს, თუ რატომ შეიცვალა იმიჯი. 

„გავიგე გაგების დონეზე ვინც მაგას მეუბნება, რომ ქერა უფრო მიხდება, მაგრამ არ ვარ ქერა. მაქვს შავგრემანი თმა. შევიცვალე სტილი. პირველ რიგში იმიტომ, რომ სჭირდებოდა ჩემს თმას შეჭრა. მეორე იმიტომ, რომ ვიყავი დეპრესიაში. პირველად, როცა ამ თმით დავდე ფოტო წარწერაც მქონდა გაკეთებული, რომ ადამიანებს ზოგჯერ რაღაცეები ისე გადაგვაქვს, როცა გვეკითხებიან კარგად ვართ თუ არა, ვპასუხობთ, რომ კარგად ვართ. თუმცა, გულის სიღრმეში მხოლოდ ჩვენ ვიცით რა გადაგვაქვს და როგორ გადაგვაქვს...“, - ამბობს მერიემ გოგაშვილი.