იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
კრის ჯენერი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. რეალითი შოუს ვარსკვლავის შეცვლილი გარეგნობა უცხოური გამოცემების განხილვის აქტიური საგანია. „კრის ჯენერი შვილს, კიმ კარდაშიანს ძალიან დაემსგავსა", „ალბათ, სახის გადაჭიმვის პროცედურა გაიკეთა და ასე ახალგაზრდულად იმიტომ გამოიყურება“ ,- ასე ეხმაურებიან მის ახალ იმიჯს სოციალური ქსელის მომხმარებლები.
გამოცემა „ფეიჯ სიქსის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, 69 წლის კრის ჯენერის გარეგნული ტრანსფორმაციის უკან აშშ-ში მოღვაწე პლასტიკური ქირურგი, სტივენ ლევინი დგას. ლევინი ცნობილია ისეთ ქირურგიული პროცედურებით, როგორიცაა ბლეფაროპლასტიკა იგივე თვალის ჭრილისა და ქუთუთოების ფორმის ცვლილება, წარბებისა და კისრის აწევა, სახის ცხიმის გადანერგვა, დერმაბრაზია- პროცედურა, რომელიც წვრილ ნაოჭებს აქრობს.. ვარაუდობენ, რომ კრის ჯენერმა „სახის ყოვლისმომცველი ქირურგიული ოპერაცია“ ჩაიტარა, რომელიც აღნიშნული კოსმეტიკური პროცედურების კომბინაციას გულისხმობს.
როგორც სტივენ ლევინის კლინიკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ - ის პლასტიკური ჩარევების მიუხედავად, სახესა და სხეულს ბუნებრივ იერსახეს უნარჩუნებს. ამიტომ ის ჰოლივუდის ვარსკვლავებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მათ შორისაა ენ ჰეთეუეიც, რომლის შეცვლილ სახის კანსაც ინტერნეტსივრცეში ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც 2020 წელს გამოცემა „ფიფოლთან“ ინტერვიუში სტივენ ლევინმა განაცხადა, სახის პროცედურების ღირებულება 45 ათასი დოლარიდან იწყება.