ემოციური კადრები - ილია თოფურიას რეაქცია მერაბ დვალიშვილის ბრძოლის შედეგზე
1792874900
თვითმფრინავი Boeing 737 კერძო პირმა შეიძინა და ვილად გადააკეთა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოინგი Mandala Airlines-ის ფლოტის ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით ის მოხმარებიდან გავიდა. Boeing 737-ის შეძენით 2021 წელს ბიზნესმენი ფელიქს დემინი დაინტერესდა. მისი თქმით, თავდაპირველად პირადი სარგებლობისთვის კერძო თვითმფრინავის შეძენას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ რესურსი მულტიფუნქციურად განევითარებინა.
ვილად გადაკეთებული თვითმფრინავი ორი საძინებლით, ბარით და საცურაო აუზითაა აღჭურვილი და ის ინდონეზიის კუნძულ ბალის მახლობლად, ზღვის დონიდან 150 მეტრზე მდებარეობს. მფლობელი აპრილიდან მის გაქირავებას გეგმავს, ერთი ღამის საფასური $7 000-დან დაიწყება.





