ვიღაცეების გამო რომ არ მომხდარიყო... - რაზე წყდება გული და რა მოლოდინები აქვს ლენუკა ყიფშიძეს

ლენუკა

დღეს „პრაიმ ჰაუსში“ შაბათის ლაივია. დღევანდელ დღეს გაირკვევა, ვინ დატოვებს პროექტს. დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი აუტსაიდერი ლენუკა ყიფშიძეა, რომელსაც „პრაიმ ტაიმი“ ესაუბრა.

- ელოდი თუ არა აუტსაიდერობას და რა მოლოდინები გაქვს დღევანდელ ლაივთან დაკავშირებით? 

ჯერჯერობით ნამდვილად არ ველოდი აუტსაიდერობას, თუმცა ამას ყველა გაივლის და ყველა მოხვდება აუტსაიდერობის სკამზე. ვფიქრობ ნაადრევი იყო. რაღაც-რაღაცეების და ვიღაცეების გამო, რომ არ მომხდარიყო, შეიძლება მე დღეს აუტსაიდერი არ ვყოფილიყავი

რაც შეეხება მოლოდინებს, საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს, მინდა ძალიან, რომ დავრჩე პროექტში და ჩემი ასაკიდან გამომდინარე, გამოვცადო ჩემი თავი კიდევ ბევრ რაღაცაში. პროექტში დარჩენას კი ხალხი გადაწყვეტს რადგან ეს შოუ ხალხისთვის არის და ხალხი აკეთებს ამ ყველაფრის შეფასებას“,- გვითხრა ლენუკამ. 

ასევე ნახეთ: PHOTO: „როგორ მინდა რომ წყვილი იყოთ, ისე უხდებით ერთმანეთს“ - ლენუკას ფოტოსესიამ გამომწერები აღაფრთოვანა