გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე, ინფლუენსერი კესო ბერუაშვილი გამომწერებს საკუთარ რჩევებს ხშირად უზიარებს. ამჯერად მან იდეალური პაემნისთვის საჭირო ლოკაციები დაასახელა და განმარტა, რომ საქართველოში თითქმის არავის ხვდება.
„იდეალური პაემანი უნდა იყოს ძალიან მშვიდი, ინტიმური, სადაც ადამიანთან საუბარს შეძლებ. სადაც შეძლებ მის გაცნობას, მოსმენას, ხმაურიან ადგილებში, კლუბებში მე არ მივდივარ. ლოკაციის არჩევის საშუალებას ვაძლევ კაცს, თუ არ მომწონს მისი შერჩეული ადგილი, მერე მე ვთავაზობ. შემდეგ ვხვდებით, ვსაუბრობთ და ა.შ.
მე საქართველოში პაემნისთვის ბევრი ადგილი არ ვიცი, რადგან აქ პაემნები არ მაქვს ხოლმე. მიზეზი იცით, ქართველი ბიჭები არ მომწონს. თუ მაქვს პაემანი და მშია, ალბათ სუშის რესტორანში მივდივარ, მარტივად, დასალევად ალბათ „რუმსი“. გააჩნია, რა ხასიათზე ვარ, შეიძლება, სუშის მერე სახლში წავიდე.“ - ამბობს კესო.