VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ქეთა თოფურიამ გადაწყვიტა, პროდიუსერის როლი მოსინჯოს და ამბობს, რომ იპოვა სწორედ ის ადამიანი, ვისი იმედიც აქვს.
ნიჭიერი გოგონა TASSO ქეთამ ჯგუფ "ა-სტუდიოს" კონცერტზე წარუდგინა საზოგადოებას, ამავე კონცერტზე შედგა ტასოს კლიპის პრემიერა.
ქეთა თოფურიამ გოგონას ფოტოები და სიმღერის კლიპი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
„ხანდახან ხდება ისე, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებებს ინტუიცია გკარნახობს. ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც. როცა დავინახე ეს გოგონა, ინტუიტიურად მივხვდი, რომ სწორედ ისაა, ვინც უნდა იყოს.
მომხიბლა საოცარი ტემბრით, სიბრძნით, სინათლით. მაქსიმუმს დებს ნებისმიერ საქმეში", - აღნიშნა ქეთამ.
ტასო, ანუ ანასტასია სისაური,რუსეთში 2019 წლის საბავშვო ახალი ხმის გამარჯვებულია. წარმოშობით ქართველია, თუმცა რუსეთში ივანოვოში დაიბადა.