პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გუშინ, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ნანუკა გულუას ქორწილი იყო. ჩცდ-ს მსახიობის და ტელეგადაცემის წამყვანის სტუმრებს შორის საზოგადოებისთვის ბევრი ცნობილი სახე იყო, მათ შორის მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე და მისი საყვარელი მამაკაცი, ბიზნესმენი დათო კოდუა.
"პრაიმტაიმს" ექსკლუზიურად სწორედ ამ ქორწილში აცეკვებული წყვილის ვიდეო მოაწოდეს, რომელიც ერთ-ერთმა სტუმარმა გადაიღო.
ვიდეოში ალექსანდრასა და კოდუასთან ერთად ცნობილ ჰიტზე Hafanana-ზე აცეკვებული ანი ჩირაძეც ჩანს.
წყვილმა საზოგადოების ყურადღება სკანდალით მიიპყრო - დათო კოდუა მეუღლესა და შვილზე ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული იყო, შემდგომ მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
მაშინ, ბიზნესმენის მეუღლე – ნათია გედევანიშვილი და შვილი – კატო კოდუა ითხოვდნენ, დავით კოდუა გირაოთი გათავისუფლებულიყო და მისთვის შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ.
ოჯახში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას მათ განაცხადეს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი. სიტყვიერი შეკამათება იყო”, – განაცხადა მაშინ კატო კოდუამ.
ალექსანდრა პაიჭაძესა და დავით კოდუას საერთო ქალიშვილი ვიქტორია ჰყავთ, რომელიც გასული წლის 4 ნოემბერს შეეძინათ.