VIDEO: „საუკეთესო მუსიკალური ნომერი იყო“ - „ფიროსმანმა“ მაყურებელი აღაფრთოვანა

„ფიროსმანმა“ მაყურებელი აღაფრთოვანა

მირზა მოდებაძემ, ნათია ქოროღლიშვილმა, ლაშა რამიშვილმა და ილია გელაშვილმა სატელევიზიო მუსიკალური გადაცემის „გული მღერის“ სცენაზე ,,ფიროსმანი” გააცოცხლეს.

საოცარმა არტისტიზმმა, ხმათა ჰარმონიამ და შესრულების მანერამ მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეს საუკეთესო მუსიკალური ნომერი იყო.

„ძალიან ვისიამოვნე“, „საუკეთესო მუსიკალური ნომერი იყო“, „რა კარგად და გულიანად მღერიხართ“, – უწერენ კომენტარებში.