VIDEO: რობი უილიამსმა სევილიაში ქუჩის მუსიკოსთან ერთად იმღერა

რობი უილიამსი

ესპანეთის ქალაქ სევილიაში ბრიტანელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა, ქუჩის მუსიკოსთან ერთად იმღერა. ამ იმპროვიზებული კონცერტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

შემსრულებელი ქალაქში მუსიკალურ ფესტივალ Iconica-ზე გამოსასვლელად ჩავიდა, რომელიც 30 ივნისს გაიმართა. წინა საღამოს კი უილიამსი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს. არტისტს შავი შარვალი, მაისური და თეთრი კეპი ეხურა.

ყველა გამვლელისთვის სრულიად მოულოდნელად, მომღერალი ქუჩის მუსიკოსს შეუერთდა და თავისი ჰიტი Angels შეასრულა.