VIDEO: „პროდიუსერი მასწავლის მე რას რა უხდება... ეტყობა არ იცის ვისთან აქვს საქმე“ - ზურა VS პროდიუსერის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

ზურა VS პროდიუსერი

რუსთავი2-ის გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“  ბიოლოგი ზურა შევარდნაძე მაყურებელს საინტერესო რჩევებს უზიარებს. ორი საათის მანძილზე, მაყურებელი ეცნობა ბაღის მოვლის წესებსა და გურულ კულინარიას.

ამ ყველაფერს გურული იუმორით ახალისებს და ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის დუეტი.

როგორც ჩანს ზურას გადაცემის პროდიუსერმა რამდენიმე დავალება მისცა, რომელსაც წამყვანები ნაწილობრივ აპროტესტებენ. 

გადაცემის წამყვანები პროდიუსერის წინააღმდეგ - ასე დაასათაურეს ვიდეო სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.