კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ტელეწამყვანი და „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის გამარჯვებული, გიორგი ნაზღაიძე სიყვარულის შესახებ საუბრობს. ამბობს, რომ დღესდღეობით ეს გრძნობა განელებულია და ადამიანებს გულით შეყვარება აღარ შეუძლიათ. სიყვარულის მაგალითად კი საკუთარი ოჯახი, მშობლები მოჰყავს.
„დღეს სიყვარული შეიცვალა, განელდა... ალბათ, ცხოვრება შეიცვალა, სხვა ფასეულობებმა წამოიწია წინ. ადრე თუ იყო სიყვარული ურთიერთობის მთავარი ღერძი, ახლა ურთიერთობაში არის სიყვარულიც, ფინანსებიც, მატერიალურისკენ მივდივართ, გული მწყდება. ადამიანებს გულით აღარ უყვართ.
ჩემს ცხოვრებაში ორი დიდი სიყვარული იყო, ეს ალბათ ყველამ იცის. ეს გრძნობა შეიძლება რამდენჯერმე მოვიდეს... მზად ვარ სიყვარულისთვის. გართულდა მეორე ნახევრის პოვნა. არ ვარ მოლოდინის რეჟიმში, მაგრამ ჩემი გული ღია და თავისუფალია.“ - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.
ვრცლად ↓