VIDEO: ,,მინდა, ერთი წერილი წაგიკითხოთ..." - რა მისწერეს გურამ შეროზიას

გურამ შეროზია

,,პრაიმ ჰაუსის" მონაწილე გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც იმ წერილს ურთავს თან, რომელიც მას პროექტში ყოფნისას გაუგზავნეს. 

,,ხშირად მისაუბრია საკუთარ პრობლემებზე, რომლებსაც მოვერიე, მიზნებზე, რომლებსაც წვალებით მივაღწიე, მოვლენებზე, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალეს... არ გასულა და როგორც იქნა - მოხვდა ეთერში. მაინტერესებს, რამდენად მამოტივირებელია თქვენთვის და გავაგრძელო თუ არა ეს თემატიკა თუნდაც სტრიმებზე? 

მგონია, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც ჩემსავით უჭირდა, ჩემსავით ყველა ეუბნებოდა, რომ არაფერი გამოუვა, ბევრჯერ დაეცა და ფიქრობს, აქვს თუ არა აზრი კიდევ წამოდგომას...

უყურეთ ვიდეოს და გახსოვდეთ, რომ ბრძოლას, სწავლასა და შრომას ყოველთვის აქვს აზრი! ხანდახან ცოტა გვიან, მაგრამ შედეგს აუცილებლად გამოიღებს! ", - წერს შეროზია და ვიდეოს აზიარებს, სადაც წერილს კითხულობს. 

ნახეთ, ვიდეო ⬇️