1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მომღერალი ნუცა ბუზალაძე სკანდალის შემდეგ სატელევიზიო ეთერში პირველად გამოჩნდა.
მან რუსეთში სიმღერასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც ნუცა ბუზალაძე ამბობს, მას ყველა მეტად გული დასწყდა, რომ გულშემატკივრებმა ფაქტები თავიდან სხვანაირად აღიქვეს.
„ჩემი ნამდვილი გულშემატკივრები ვიცი, რომ სულ ჩემ გვერდში არიან და ძალიან ვუყვარვარ. სწორედ ამიტომ ვწუხდი იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ინერვიულეს. გაურკვევლობაში იყვნენ, იფიქრეს რომ რაღაც კონცერტი ჩავატარე. რეალურად ეს იყო ჩემი ქართველი მეგობრის დაბადების დღე, სადაც ვიყავი სტუმრის რანგში. მე ბევრჯერ მქონია კომერციული შემოთავაზება ამ ქვეყნიდან, თუმცა ამაზეც უარი ვთქვი.
მე ზოგადად ასეთი მეგობრობა ვიცი განსაკუთრებით მათთან, ვინც ძალიან მიყვარს. დაბადების დღე იქნება თუ ქორწილი, სადაც არ უნდა გააკეთოს ჩემმა ახლობელმა, მე იქ ყოველთვის ჩავალ სტუმრის რანგში“,- ამბობს ნუცა ბუზალაზე.
ასევე ნახეთ: