VIDEO: მაქსიმ გალკინმა ქართველ მსმენელს სცენიდან ქართულად მიმართა

გალკინი

11 თებერვალს რუსმა ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა.

კონცერტის დასაწყისში გალკინმა მაყურებელს ქართულად მიმართა.

„გაფაციცებით ადევნებენ თვალს ჩემს საკონცერტო გამოსვლებს. ამიტომაც დღეს კონსპირაციის მიზნით ვისაუბრებ და ვიხუმრებ მხოლოდ ქართულად.“ – აღნიშნა კონცერტის დაწყებისას გალკინმა.

გალკინმა მაყურებელს რამდენიმე ქართული სიმღერაც შესთავაზა.

„მადლობა ჩემო მაყურებელო, ასეთი გულმხურვალე მიღებისთვის. თბილისში ჩატარებული კონცერტი დაუვიწყარი იყო“. – დაწერა კონცერტის შემდეგ გალკინმა სოციალურ ქსელში.

მაქსიმ გალკინმა კონცერტი უკრაინელი დევნილების დასახმარებლად გამართა.